ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალახაურთან ავტოსაგზაო შემთხვევას ორი არასრულწლოვანი ემსხვერპლა.
არსებული ინფორმაციით, მოზარდებს გზაზე მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა.
თვითმხილველების ცნობით, ისინი ადგილზევე დაიღუპნენ. მძღოლი სამართალდამცველებმა შემთხვევის ადგილზე დააკავეს.
ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია და სასწრაფო სამედიცინო დახმარება.