ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ რუისთან მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული შუა ხნის ქალი გარდაიცვალა – ინფორმაციას გამოცემა “მოზაიკა” ავრცელებს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
ცნობისთვის, სოფელ რუისთან გუშინ, 5 იანვარს, მიკროავტობუსს სატვირთო შეეჯახა. შემთხვევის მიკროავტობუსის მძღოლი ადგილზე დაიღუპა, დაშავდა რამდენიმე ადამიანი.