მთავარირეგიონისტიქია შიდა ქართლში - კალაპოტიდან ორი მდინარე გადმოვიდა

სტიქია შიდა ქართლში – კალაპოტიდან ორი მდინარე გადმოვიდა

სტიქია შიდა ქართლში – ხაშურსა და ქარელში მდინარეები ადიდდა.

კერძოდ, მდინარე ჭერათხეულა კალაპოტიდან გადმოვიდა და ნაბახტევსა და აძვისში პრობლემები შექმნა. ნაბახტევში საფრთხე დაემუქრა სოფლის ერთადერთ ხიდს, რომლითაც ადგილობრივები რაიონულ ცენტრს უკავშირდებიან.

რაც შეეხება აძვისს, მოსახლეობას დაეტბორა სავარგულები, დაეხოცა შინაური ფრინველი. წყალდიდობას თან ერთოდა ძლიერი ქარიც, რამაც სახლებს სახურავები გადახადა.

კალაპოტიდან გადმოვიდა მდინარე ფრონეც, დატბორილია მოხისის მიმდებარე ტერიტორია.

პოპულარული სიახლეები