თურქეთში ჯაჭვური ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ათი ადამიანი დაიღუპა და 57 დაშავდა. ამის შესახებ ინფორმაციას თურქული ტელეკომპანია TRT Haber-ი ავრცელებს.
არსებული ცნობებით, შემთხვევა საქარიის პროვინციაში, „ჩრდილოეთ მარმარილოს“ გზატკეცილზე მოხდა და მასში 7 ავტომობილი იყო ჩართული, მათ შორის 3 ავტობუსი და სატვირთო მანქანა.
ტელეკომპანიის ცნობით, დაღუპულებს შორის არიან ბავშვები. საკარიას გუბერნატორმა იაშარ კარადენიზმა განაცხადა, რომ დაშავებულები 10 სხვადასხვა საავადმყოფოში გადაიყვანეს.
შემთხვევის ადგილზე, სამაშველო, სასწრაფო და პოლიციის ბრიგადები ამ დრომდე მობილიზებულია.