ძლიერმა ქარმა პრობლემები შექმნა კახეთში. რეგიონის რამდენიმე მუნიციპალიტეტში მრავალწლიანი ხეები მოგლიჯა, რის გამოც ამ წუთებში ლაგოდეხის დამაკავშირებელ გზაზე, უღელტეხილი დაკეტილია.
მოძრაობა შეზღუდულია ლაგოდეხი-ყვარელისა და ლაგოდეხი-გურჯაანის მიმართულებით.
ამასთან, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ გამარჯვებაში ცენტრალურ გზაზე ძლიერი ქარის გამო წაქცეულია ხეები და მოძრაობა შეზღუდულია ორივე მიმართულებაზე.
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში სახურავის ნაწილი კულტურის სახლს გადახადა , სადაც დროებით საბავშვო-ბაღი ფუნქციონირებს.
სოფელ წინანდალსა და გურჯაანის ცენტრში კი ძლიერმა ქარმა მეორეხარისხოვანი საახალო ნაძვის ხეები წააქცია.
უამინდობის შედეგად რეგიონში დაზიანდა ელექტროგადამცემი ხაზები, ამიტომ აბონენტების ნაწილი ელ. ენერგიის გარეშეა დარჩენილი.