Free Porn
xbporn
https://www.bangspankxxx.com
voguerre
southampton escorts
მთავარიმეცნიერებამეცნიერებმა ლაბორატორიაში ვიბრაციული მოლეკულების გამოყენებით კიბოს უჯრედების 99% გაანადგურეს

მეცნიერებმა ლაბორატორიაში ვიბრაციული მოლეკულების გამოყენებით კიბოს უჯრედების 99% გაანადგურეს

მეცნიერებმა კიბოს უჯრედების განადგურების ახალი გზა აღმოაჩინეს. ამინოციანინის მოლეკულების სტიმულირება ინფრაწითელი შუქით იწვევდა მათ სინქრონულ ვიბრაციას, რაც საკმარისი იყო კიბოს უჯრედების მემბრანების დასაშლელად.

„ესაა მოლეკულური მანქანების ახალი თაობა, რომელსაც მოლეკულურ სანგრევს ვუწოდებთ. ისინი ფერინგას ტიპის ამძრავების მექანიკურ მოძრაობაზე მილიონჯერ სწრაფია და ხილული სინათლის ნაცვლად, ახლო ინფრაწითელი

ახლო ინფრაწითელი სპექტრის სინათლის გამოყენება მნიშვნელოვანია, რადგან ის მეცნიერებს სხეულში ღრმად შეღწევის საშუალებას აძლევს, იქ, სადაც სიმსივნეებია. ეს ნიშნავს, რომ შესაძლოა, მავნე ქსოვილების გასანადგურებლად ქირურგიული ჩარევაც კი არ დაგვჭირდეს.

ექსპერიმენტებისას ზემოხსენებულმა ვიბრაციულმა მოლეკულებმა ლაბორატორიულად გაზრდილი სიმსივნური უჯრედების 99% გაანადგურა. მეთოდი მელანომის მქონე თაგვებზეც გამოცადეს, რის შედეგადაც ცდისპირ ცხოველთა ნახევარში კიბო გაქრა.

მოლეკულები ამას ახლო ინფრაწითელი სხივებით სტიმულირებული ვიბრაციების საშუალებით ახერხებს. მოძრაობისას მათში არსებული ელექტრონები პლაზმონად, ანუ პლაზმური რხევის კვანტად იქცევა და ერთობლივად ვიბრირებს.

„ეს მოლეკულური პლაზმონით ამგვარად მთლიანი მოლეკულის გააქტიურებისა და მექანიკური მოძრაობის მიღების პირველი შემთხვევაა. ის კონკრეტულ მიზანს ემსახურება: ამ შემთხვევაში, სიმსივნური უჯრედების მემბრანის დაშლას”, — ამბობენ ავტორები.

პლაზმონებს ერთ მხარეს შვერილი აქვს, რაც უჯრედებზე მოლეკულათა მიმაგრებას ამარტივებს, პარალელურად კი ვიბრაციები მემბრანას ჩამოშლას უწყობს ხელს. ამ მექანიზმზე დაფუძნებული ახალი მეთოდი იმედის მომცემია, მაგრამ ეს კვლევა ჯერ ადრეულ ეტაპზეა. სპეციალისტები სხვა მოლეკულების გამოცდასაც აპირებენ.

პოპულარული სიახლეები