თბილისში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, გვიან ღამით მამაკაცი მოკლეს. როგორც შსს-ში აცხადებენ, სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
არაოფიციალური ინფორმაციით, მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზე მოხდა.