რუსეთის პირველ ელექტრო მანქანას “ტესლას მკვლელი” უწოდეს, თუმცა ის ძალიან ჰგავს სარეცხ მანქანას – ამის შესახებ autoevolution-ი წერს.
გამოცემის ცნობით, 18 დეკემბერს მოსკოვის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში პირველი რუსული ელექტრომობილის პროტოტიპი წარადგინეს.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ელექტრომობილის პროექტი რუსულმა ავტომობილების მწარმოებელმა კომპანიამ Avtotor-მა შეიმუშავა და პირველი პროტოტიპი მხოლოდ სატესტო პროცესს გადის.
მწარმოებლის თქმით, ავტომობილის ყველა ნაწილი რუსეთშია დამზადებული და მანქანების გამოშვება 2025 წლიდან იგეგმება.