Amazon-მა და Games Workshop-მა თამაშის „ვორჰამერ 40,000“ ადაპტაციასთან დაკავშირებით საბოლოო შეთანხმებას მიაღწიეს. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, სტრიმინგ-სერვისმა თამაშის გმირებისა და სიუჟეტების სატელევიზიო და კინოპროექტებში გამოყენების უფლება მიიღო. ამასთან, დადასტურდა რომ ბრიტანელი მსახიობი და „ვორჰამერის“ დიდი თაყვანისმცემელი ჰენრი კავილი პროექტის აღმასრულებელი პროდიუსერი იქნება და ასევე ეკრანიზაციებშიც გამოჩნდება, თუმცა ამ ეტაპზე კვლავ უცნობია რომელ გმირს განასახიერებს.
„ახლა ყველაზე სახალისო ნაწილი იწყება: ჩვენს პარტნიორებთან კრეატიულ დეტალებზე მსჯელობა და პირველი სცენარის დაწერა. „ვორჰამერის“ რომელი ისტორიები უნდა მოვყვეთ თავიდან? კინოთი დავიწყოთ თუ სერიალით? ორივეთი?!“ – აღნიშნულია Games Workshop-ის განცხადებაში.
თამაშის ეკრანიზაციაზე პირველი განცხადება ჯერ კიდევ ერთი წლის წინ გაკეთდა. ამის შემდეგ Amazon-ი და Games Workshop-ი კონტრაქტის დეტალებზე მუშაობდნენ. Warhammer 40,000 კომპანიის Games Workshop მიერ შექმნილი სამხედრო-ტაქტიკურ თამაშშია, რომელშიც ბატალიები 41-ე ათასწლეულის გამოგონილი მსოფლიოს არმიებს შორის მიმდინარეობს.