სომხეთის ტელევიზიისა და რადიოს კომისიამ 30 დღით შეუჩერა მაუწყებლობის ლიცენზია კომპანია Tospa-ს, რომელიც, კერძოდ, რუსული რადიოსადგურ Sputnik Armenia-ს გადაცემებს ავრცელებს.
ამ გადაწყვეტილების ერთ-ერთი მიზეზი იყო რუსული ტელევიზიისა და რადიოს წამყვანის პროპაგანდისტ მარგარიტა სიმონიანის მეუღლის, ტიგრან კეოსაიანის საავტორო გადაცემა.
კომისიამ მიიჩნია, რომ 17 ნოემბრის გამოცემაში მან ისაუბრა სომხეთსა და მის მოქალაქეებზე “დამცინავი და დამამცირებელი სიტყვებით”, “მოუწოდა კანონით აკრძალული ქმედებებისკენ” და ასევე დასვა კითხვა “დარჩება თუ არა პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ცოცხალი. ”, ფაქტიურად ძალადობისკენ მოუწოდა- მიიჩნევს კომისია.
Sputnik არის რუსული საინფორმაციო სააგენტო, რომელიც აწარმოებს კონტენტს უცხოელი აუდიტორიისთვის 30-ზე მეტ ენაზე. მისი ლიდერები არიან პროკრემლის ჟურნალისტები და მედია მენეჯერები დიმიტრი კისელიოვი და მარგარიტა სიმონიანი.