Free Porn
xbporn

მთავარისაზოგადოებასაბერძნეთში მიღებულ ახალ საემიგრაციო კანონთან დაკავშირებით - ავთანდილ გიუნაშვილი

საბერძნეთში მიღებულ ახალ საემიგრაციო კანონთან დაკავშირებით – ავთანდილ გიუნაშვილი

ემიგრანტთა უფლებების დამცველი,ათენში დოკუმენტების სერვისების სააგენტოს ხელმძღვანელი ავთანდილ გიუნაშვილი, სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყვენს, გთავაზობთ უცვლელად.

საბერძნეთში მიღებულ ახალ საემიგრაციო კანონთან დაკავშირებულ რამდენიმე საკითხზე.

🇬🇪🤝უპირველესად გილოცავთ ამ ეტაპზე ყველა იმ ჩვენს თანამემამულეს, რომლებიც :
✅️1. საბერძნეთში არალეგალურად იმყოფებით და 2023 წლის 30 ნოემბრამდე საბერძნეთში უწყვეტად (გაუსვლელად) ყოფნას ადასტურებთ ,შეგიძლიათ წარმოადგინოთ დამსაქმებელთან დადებული კონტრაქტი ან დამსაქმებლისგან გაცემული ცნობა თქვენი მასთან დასაქმების შესახებ, გაქვთ საცხოვრებლის ცნობა და შეგიძლიათ გამოძებნოთ სახელმწიფო მოსაკრებლისთვის საჭირო ფინანსები საბუთის შესანარჩუნებლად.
ვინაიდან მსგავსი პირობის დაკმაყოფილების შემთხვევაში გეძლევათ საშუალება და უფლება განაცხადი შეიტანოთ საბერძნეთში ბინადრობის ნებართვის (Άδεια Διαμονής) მისაღებად და განაცხადის შეტანის შემდგომ მიიღოთ მალევე ისეთი ცნობა (ვევეოსი) პირველ ეტაპზე რომ შეძლებთ სამშობლოში დაუბრკოლებლად მგზავრობას.

✅️2. ხოლო ვინც ვერ ამტკიცებს 2023 წლის 30 ნოემბრამდე 3 წლის გაუსვლელად ყოფნას საბერძნეთში და ვერ აკმაყოფილებს ახალი კანონით განსაზღვრულ კრიტერიუმებს მათ საქართველოს და საბერძნეთის მთავრობის ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად თავად
საბერძნეთის შრომისა და სოციალური დაზღვევის მინისტრის ადონის გეორგიადისის განცხადებით უახლოეს მომავალში მიეცემათ კიდევ ერთი შესაძლებლობა მოახდინონ ლეგალიზაცია ვინაიდან ხელი მოეწერება ორმხრივ ხელშეკრულებას და როგორც საქართველოს მოქალაქეებს უფლება გექნებათ ლეგალურად დასაქმდეთ საბერძნეთის ტერიტორიაზე წელიწადში 9 თვის მანძილზე, ხოლო ამავე პერიოდში განაცხადის გაკეთება შეგეძლებათ საბერძნეთში ბინადრობის 5 წლიან ნებართვაზე და ისარგებლებთ ყველა იმ პრივილეგიით რითაც სხვა ლეგალურად დასაქმებულები სარგებლობენ.

✅️აქვე საჭიროა განიმარტოს რომ ამ ეტაპზე ბინადრობის ნებართვის მისაღებად საჭირო საბუთების ჩამონათვალი , დასაქმების კონტრაქტის ტიპი და კატეგორიები არ არის განსაზღვრული და განისაზღვრება მიგრაციის მინისტრის შესაბამისი, შიდა, ბრძანებით, რომელსაც უახლოეს დღეებში ველოდებით.

✅️ძალიან მნიშვნელოვანია რომ ძალაში რჩება ბინადრობის ნებართვის ის კატეგორია, რომელიც არალეგალ მიგრანტებს საშუალებას აძლევს საბერძნეთში 7 წლის მანძილზე ყოფნის დამტკიცების შემთხვევაში გააკეთონ განაცხადი და მიიღონ ბინადრობის ნებართვა(Άδεια Διαμονής).

🤝🇬🇪ჩემი მხრიდან მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენი ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობას და მის ხელმძვანელობას რომ ისე როგორც არასდროს აქტიურად არის ჩართული ჩვენი მოქალაქეების ამ უმნიშვნელოვანესი პრობლემის მათთვის სასარგებლოდ გადაწყვეტის პროცესში და ძალას არ იშურებს აწარმოოს კონსულტაციები ბერძნულ მხარესთან, დგამს მართლაც ქმედით ნაბიჯებს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა და გვერდით დგომაა ჩვენი მოქალაქეების ემიგრანტების მიმართ. – ავთანდილ გიუნაშვილი

პოპულარული სიახლეები