ევროკავშირი უკვე ამზადებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების როგორც მე-13, ასევე მე-14 პაკეტს. ამის შესახებ გაზეთი „იზვესტია“ ჩეხეთიდან ევროპარლამენტის წევრ ტომაშ ზდეხოვსკიზე დაყრდნობით წერს.
პოლიტიკოსის თქმით, ახალი ღონისძიებების შემუშავებას დიდი დრო არ დასჭირდება. „მათ წევრ ქვეყნებს ძალიან მალე წარადგენენ“, – თქვა ზდეჩოვსკიმ.
თავის მხრივ, ესტონელმა დეპუტატმა იანა ტომმა დასძინა, რომ ახალი სანქციების მიღების ინიციატივა, ძირითადად ბალტიისპირეთის ქვეყნებიდან იქნება.
“მაგრამ სანქციების ინსტრუმენტი არ არის უსასრულო. ამას სადღაც საზღვარი აქვს და, როგორც ჩანს, მალე მოვა”, – თქვა მან.
მანამდე ევროკავშირმა უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მე-12 პაკეტი დაამტკიცა. ახალი შეზღუდვები 61 პირის, ასევე 86 კომპანიისა და ორგანიზაციის მიმართ დაწესდა.