https://www.fapjunk.com https://pornohit.net london escort london escorts buy instagram followers buy tiktok followers
მთავარიკომენტარიმიხეილ სააკაშვილი არის რეჟიმის პოლიტიკური პატიმარი - ლევან ხაბეიშვილი

მიხეილ სააკაშვილი არის რეჟიმის პოლიტიკური პატიმარი – ლევან ხაბეიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი არის რეჟიმის პოლიტიკური პატიმარი და მისი გათავისუფლება უმნიშვნელოვანესია.

ამის შესახებ მან თბილისის საქალაქო სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა, სადაც მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი უნდა ჩატარდეს.

„უმნიშვნელოვანესია, რომ მთავარი ოპოზიციონერი ლიდერი გათავისუფლდეს. როცა ვლაპარაკობთ 2024 წლის არჩევნებზე, როცა ვსაუბრობთ, რომ ქვეყანამ კანდიდატის სტატუსი მიიღო და ევროკავშირში გვინდა, უნდა გვესმოდეს, რომ „ეფესბეს“ აგენტ ფარცხალაძის მიერ გასამართლებული და „კლანის“ მიერ დაპატიმრებულ პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად ამის მიღწევა ურთულესი იქნება. ევროპული ღირებულებები სწორედ იმას ნიშნავს, რომ ადამიანებს მიეცეთ შესაძლებლობა, მათ შორის, არჩევნებში მონაწილეობის. შეუძლებელია, მთავარი ოპოზიციონერი ლიდერი ციხეში იყოს, არ შეეძლოს მოქალაქეებთან ურთიერთობა, საარჩევნო კამპანიაში ჩართვა”, – განაცხადა ხაბეიშვილმა.

პოპულარული სიახლეები