ბოლო მონაცემებით, ჩინეთში მიწისძვრის შედეგად, სულ მცირე 126 ადამიანი დაიღუპა, 700-ზე მეტი კი დაშავდა. ამის შესახებ BBC წერს.
6,2 მაგნიტუდის მიწისძვრის ეპიცენტრი პეკინიდან 1300 კილომეტრის დაშორებით მოხდა.
ძლიერმა რყევებმა განსუს და ჩინხაის პროვინციებში შენობები, საავტომობილო გზები და კომუნიკაციები დააზიანა.
სტიქიის ეპიცენტრში სამძებრო სამაშველო სამუშაოები ახლაც მიმდინარეობს.