დღეს გამოიკვეთა, რომ ქართველი ადამიანის არაადამიანურად სიკვდილში, პირველ რიგში, რუსები არიან დამნაშავეები, – სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას გიგა ოთხოზორიას დედა საქართველოს გამარჯვებად აფასებს.
„დღეს ნამდვილად იზეიმა სამართალმა. ადამიანის სიცოცხლის ხელყოფისთვის, ქართველი ადამიანის მოკვლისთვის, რუსეთს პასუხისმგებლობა ააღებინეს. დღეს გამოიკვეთა ის, რომ ქართველი ადამიანის არაადამიანურად სიკვდილში, არაადამიანურად სიცოცხლის გამოსალმებაში პირველ რიგში, დამნაშავეები არიან რუსები“, – აღნიშნა ჯულიეტა ჭანტურიამ.
შეგახსენებთ, ევროსასამართლომ გიგა ოთხოზორიას მკვლელობის საქმეზე რუსეთს სიცოცხლის უფლების დარღვევა დაუდგინა და 130 000 ევროს კომპენსაციის გადახდა დააკისრა.