მთავარიეკონომიკა2024 წლიდან პენსიები იზრდება

2024 წლიდან პენსიები იზრდება

„მომდევნო წლიდან პენსიები კვლავ გაიზრდება“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის მუშაობის 2023 წლის ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთათვის 50 ლარით გაიზარდა პენსია, გახდება 415 ლარი, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 500 ლარამდე გახდება პენსია 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთათვის.

„საპენსიო ფონდის თაობაზე მინდა ინფორმაცია მოგაწოდოთ განახლებული, რომ 30 ნოემბრის მდგომარეობით, საპენსიო ფონდში აკუმულირებულია 4.2 მლრდ ლარი. წელს გაიზარდა ასაკობრივი პენსიები; მოსარგებლეა 830 ათასამდე პენსიონერი.

მომდევნო წლიდან პენსიები კვლავ გაიზრდება და 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთათვის 50 ლარით გაიზარდა პენსია, გახდება 415 ლარი, ხოლო მაღალმთიან დასახლებებში 500 ლარამდე გახდება პენსია 70 წლის და მეტი ასაკის პენსიონერთათვის.

70 წლამდე პირთა პენსია იქნება 315 ლარამდე, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში 380 ლარი.

2012 წელს პენსია იყო 125 და 140 ლარი, შედარებისთვის, აქაც მინდა გაჩვენოთ ეს კონტრასტი”, – განაცხადა მან.

პოპულარული სიახლეები