განადგურებულია ფაქტობრივად ოპოზიცია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა მედიასთან განაცხადა.
მისივე თქმით, ქართული ოპოზიცია კიდევ ერთხელ დამარცხდა ქართველი ხალხის და საქართველოს ისტორიის წინაშე.
„რაც შეეხება ოპოზიციას, ვნახეთ, განადგურებულია ფაქტობრივად ოპოზიცია. პარასკევს, როდესაც გვქონდა საშემოდგომო სესიის ბოლო სხდომა, რომელიც ისედაც მნიშვნელოვანია, რადგან სესია იხურება, ჰიმნი უნდა გაჟღერდეს, ვნახეთ, რომ ოპოზიციის თითო-ოროლა წარმომადგენელი იმყოფებოდა სხდომაზე. როდესაც მოგვანიჭეს კანდიდატის სტატუსი, მეორე დღეს სხდომაზეც კი არ მოვიდნენ, რომ არ აღენიშნათ. აღარ ვსაუბრობ საერთოდ მათი მხრიდან დამოკიდებულებაზე, როგორ ჩამოსტიროდათ ცხვირ-პირი, როდესაც ეს ამბავი გაიგეს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.