ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-12 პაკეტი მიიღო.
„აღნიშნული მე-12 პაკეტით, ჩვენ წარმოვადგენთ ახალი ჩამონათვალისა და ეკონომიკური ზომების ძლიერ კომპლექტს, რომელიც რუსეთის საომარ მანქანას კიდევ უფრო შეასუსტებს. ჩვენი გზავნილი ნათელია, როგორც უკვე განვაცხადე, როდესაც მე კიევში საგარეო საქმეთა არაფორმალურ საბჭოს ვხელმძღვანელობდი:
ჩვენ მტკიცედ ვინარჩუნებთ უკრაინის მიმართ ჩვენს ვალდებულებას და თავისუფლებისა და სუვერენიტეტისთვის ბრძოლაში მის მხარდაჭერას ვაგრძელებთ“, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელმა.