https://www.fapjunk.com https://pornohit.net london escort london escorts buy instagram followers buy tiktok followers
მთავარისაზოგადოება„ჯიბეში არ გვიდევს ეს ავტობუსები, ამის დამზადებას გარკვეული დრო სჭირდება“ - კალაძე

„ჯიბეში არ გვიდევს ეს ავტობუსები, ამის დამზადებას გარკვეული დრო სჭირდება“ – კალაძე

„ჯიბეში არ გვიდევს ეს ავტობუსები, ამის დამზადებას გარკვეული დრო სჭირდება“ , – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ავტობუსები დავამატოთ, მაგრამ ამით კიდევ უფრო მეტ პრობლემას შევქმნით, კიდევ უფრო მეტი საცობი იქნება.

„2012 წლამდე თბილისს ემსახურებოდა 450 ერთეული „ყვითელი ავტობუსი“, რომლებიც მძიმე მდგომარეობაში იყო. აღნიშნული პარკის განახლება-მოწესრიგება დავიწყეთ. დღეს, თბილისს 800-ზე მეტი ახალი, თანამედროვე ტიპის ავტობუსი და 1 000-მდე მიკროავტობუსი ემსახურება. პროცესი გრძელდება. ვიყიდეთ ახალი, 18-მეტრიანი ავტობუსები. თქვენ მკითხეთ, თუ სად არის ეს 150 ერთეული ავტობუსი. ჯიბეში არ გვიდევს ეს ავტობუსები, ამის დამზადებას გარკვეული დრო სჭირდება. გარკვეული ნაწილი უკვე თბილისშია, მომავალი წლისთვის კი დარჩენილი რაოდენობაც შემოვა…

არასწორია მოსაზრება, რომ თბილისს ცოტა ავტობუსი ემსახურება. ავტობუსების გადატვირთულობას იწვევს ის სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც ქალაქში მიმდინარეობს ან წელს მიმდინარეობდა. ბუნებრივია, ეს სამუშაოები ძალიან დიდ დისკომფორტს იწვევს იმ პირობებში, როდესაც დღეში 650 000-მდე ავტომანქანა გადაადგილდება. ამას ჯაჭვური რეაქცია აქვს და ავტობუსიც აგვიანებს. შესაბამისად, იმატებს მგზავრების რაოდენობაც. ავტობუსი თავის დანიშნულ დროში ვერ მიდის გაჩერებაზე და ხდება მგზავრებით გადავსება. ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა, რომ ავტობუსები დავამატოთ, მაგრამ ამით კიდევ უფრო მეტ პრობლემას შევქმნით, კიდევ უფრო მეტი საცობი იქნება“ , -განაცხადა კალაძემ.

პოპულარული სიახლეები