გილოცავთ ამ ძალიან დიდ გამარჯვებას, ეს არის საქართველოს გამარჯვება, ეს არის ქართველი ხალხის გამარჯვება – განაცხადა საპარლამენტო ფრაქციის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ გამარჯვების პლატფორმისოფისში გამართულ საზეიმო ღონისძიებაზე .
მისი თქმით, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭევიოთ ევროპამ დაამარცხა რუსეთი.
„გილოცავთ ჩემო ძვირფასებო, ეს მართლა ძალიან დიდი გამარჯვებაა, ეს არის საქართველოს გამარჯვება, ეს არის ქართველი ხალხის გამარჯვება. ამ გადაწყვეტილებით ევროპამ დაამარცხა რუსეთი და ქართველმა ხალხმა დაამარცხა რუსული რეჟიმი, ეს არის ეს რეალობა, ეს არის ეს გამარჯვება ,ეს არის ჩვენი მონაპოვარი. ეს არის ქართველი ხალხის გამარჯვება და ფუჭად ცდილობს „რუსული ოცნება“, რომ მიითვისოს ეს გამარჯვება, რადგან ეს არის მხოლოდ და მხოლოდ ქართველი ხალხის დამსახურება. ეს გამარჯვება მოიტანა ქართველი ხალხის ერთიანობამ, ვერაფერი აღუდგა წინ ქართველი ხალხის ერთიანობას. ცდილობა „რუსული ოცნება“, რომ დაერღვია ეს ერთიანობა, მაგრამ ვერ შეძლო, ჩვენ გავიმარჯვეთ. ევროკავშირის კანდიდატის სტატუსმა მოგვცა შანსი, რომ შევცვალოთ „რუსული ოცნება“ რომ ქართველმა ხალხმა შეცვალოს რუსული რეჟიმი და სწორედ შემდეგ შევძლებთ, რომ შევიდეთ ევროპაში და გავხდეთ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრი. ადამიანი, რომელიც დღეს აუცილებლად უნდა იყოს ჩვენთან ერთად, ქართველ ხალხთან ერთად, არის მიხეილ სააკაშვილი, რომელმაც პირველმა აღმართ ევროკავშირის დროშა და მიხეილ სააკაშვილი აქ არის, მისი გული აქ არის, ის ქართველ ხალხთან ერთად არის და ის ამ გამარჯვებასთან ერთად არის. მე მჯერა, რომ სწორედ მიშასთან ერთად, ქართველ ხალხთან ერთად „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ ძალიან მალე გაიტანს საბოლოო გოლს, მიაღწევს საბოლოო გამარჯვებას და ჩვენ გავხსნით მოლაპარაკებებს ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანებასთან დაკავშირებით. წინ, ბევრი გამარჯვებისკენ.“- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.