საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას აღნიშნავს. საქართველოს სხვადასხვა რეგიონის ქუჩებსა და შენობებზე საქართველოსა და ევროკავშირის დროშებია გამოფენილი.
ამასთან, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, დღეს თბილისში, 17:00 საათზე, თავისუფლების მოედანზე საერთო სახალხო ზეიმი გაიმართება.
ევროპულმა საბჭომ საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი გუშინ, 14 დეკემბერს მიანიჭა.
ევროკომისიამ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებაზე დადებითი რეკომენდაციით ევროპულ საბჭოს 8 ნოემბერს მიმართა.
„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ 2022 წლის 2 მარტს განაცხადა, რომ საქართველომ მიმართა ევროკავშირს წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად. იმავე წლის 3 მარტს კი, წევრობაზე საქართველოს ოფიციალურ განაცხადს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ხელი მოაწერა.