https://www.fapjunk.com https://pornohit.net london escort london escorts buy instagram followers buy tiktok followers
მთავარიკომენტარივფიქრობ, მიხეილ სააკაშვილის შეწყალება იქნება მისი მხრიდან ძალიან სწორი ქმედება - გიორგი...

ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილის შეწყალება იქნება მისი მხრიდან ძალიან სწორი ქმედება – გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის შეფასებით, სწორი იქნება, თუ სალომე ზურაბიშვილი მიხეილ სააკაშვილის შეწყალების გადაწყვეტილებას მიიღებს.

„პრეზიდენტს შეწყალების ფუნქცია აქვს იმისთვის, რომ გამოიყენოს სახელმწიფო და ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე. ვფიქრობ, მიხეილ სააკაშვილის შეწყალება იქნება მისი მხრიდან ძალიან სწორი ქმედება, დანარჩენი კი მასზეა. ყველამ ძალიან კარგად იცით ჩვენი პოზიცია. მე პირადად ვფიქრობ, რომ პრეზიდენტმა ეს უფლებამოსილება მიხეილ სააკაშვილთან მიმართებაში უნდა გამოიყენოს, რადგან მიხეილ სააკაშვილი არის ამ შემთხვევაში სიმბოლო საქართველოს ევროპული მისწრაფებების, რუსული გავლენების წინააღმდეგ ბრძოლის. მე როგორ ვილაპარაკო, შეიცვლის თუ არა პრეზიდენტი პოზიციას, მაგრამ მინდა, რომ შეიცვალოს პოზიცია. იურიდიულად აბსოლუტურად შესაძლებელია იქ, სადაც დადგენილია განაჩენი, რითაც პრეზიდენტი სააკაშვილი არის საპატიმრო დაწესებულებაში“, – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ამასთან, გიორგი ვაშაძე ფიქრობს, რომ სალომე ზურაბიშვილმა არჩევნებამდე თანამდებობა არ უნდა დატოვოს.

„ეს თუ ხდება საპარლამენტო არჩევნებამდე, უნდა გვესმოდეს, რომ ეს ნიშნავს, ქოცხმოსნებით ახალი პრეზიდენტი შეიძლება აირჩიოს ივანიშვილმა ხუთი წლის ვადით. არ მგონია, რომ ქოცხმოსნებს ამის შესაძლებლობა უნდა მივცეთ. დღევანდელი კონსტიტუციით, „ქართულმა ოცნებამ“ წაართვა ქართველ ხალხს შესაძლებლობა, რომ პირდაპირ აირჩიოს შემდგომი პრეზიდენტი, ქართველ ხალხს ირჩევენ ჯერჯერობით ქოცხმოსნები. დიდი კოალიციური გამარჯვება რომ მოხდება 2024 წლის არჩევნებში, ამის შემდგომ ხალხის ნებით, კოალიციურ რეჟიმში აირჩევენ ის პოლიტიკური ჯგუფები, ვინც იქნებიან უმრავლესობაში წარმოდგენილი პარლამენტში და რეგიონებში. სალომე ზურაბიშვილის როლს ვხედავ, პირველ რიგში, იმისთვის, რომ პრეზიდენტმა შეასრულოს საკუთარი ფუნქცია, მეტ-ნაკლებად მაინც ნორმალური საარჩევნო გარემო იყოს საქართველოში. ამ შემთხვევაში პრეზიდენტს აქვს საკმაოდ მნიშვნელოვანი როლი და ფუნქცია, მის პოზიციას ექნება დიდი მნიშვნელობა, მათ შორის საერთაშორისო დამკვირვებლების კუთხით და საზოგადოებისთვის ინფორმაციის მიწოდების კუთხით. ჩვენი გამარჯვების კოალიციის ამოცანაა, რომ მაქსიმალურად გავაკეთოთ მობილიზაცია და გავიდეთ პირველ ადგილზე. ეს არის, რისთვისაც ვმუშაობ და სამზადისი გვაქვს. თქვენ დაინახავთ ძალიან ფართომასშტაბიან და სწორ კამპანიას ხალხთან ერთად, რომელიც გამარჯვებამდე მიგვიყვანს“, – აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.

პოპულარული სიახლეები