- სასტუმრო „ჰუალინგში“ „საქართველოს წარმატებული სახე 2023“-ის დაჯლდოების ცერემონიალი გაიმართა, რომლის ორგანიზატორიც საქართველოს მწერალთა კავშირის წევრი, სამოდელო სააგენტო „გოლდენ ბრენდის“ დამფუძნებელი, დიზაინერი, უამრავი სილამაზის კონკურსის პრეზიდენტი გიორგი მასხულია გახლავთ.
წელს ისევე როგორც სხვა წინ წლებში, გიორგიმ კვლავ წარმატებულად გაართვა თავი მორიგ დაჯილდოებას.
საგანგებოდ მოწვეული სტუმრები დაჯილდოვნენ შესაბამისი დიპლომით, ზოგ მათგანს გადაეცა გვირგვინი და სპეციალური პრიზები. დაჯილდოვნენ ადამიანები, რომლებიც თავიანთ სფეროში არიან წარმატებულები და პროფესიონალები.
„დიდი მადლობა ყველას მობრძანებისთვის დაფასებისთვის, და გვერდში დგომისთვის, მე ამაყი ვარ რომ მყავხართ თქვენ და არსებობთ ჩემს ცხოვრებაში, ამ 27 წლის ასაკში მივაღწიე ყველაზე დიდ ჯილდოს თქვენს სიყვარულს და ეს ჩემთვის დიდი პატივია, ქედს ვიხრი თქვენს წინაშე და იმ ადამიანების წინაშე ვინც ოდნავ მაინც ჩემდამი სიკეთე და გვერდში დგომა დამიფასა. წინ ძალიან საინტერესო პროექტები და წარმატებული დღეები გველის, ჩვენ არ გვეშლება ურთიერთობები, მეგობრობა, თანადგომა, მიხარიხართ და ყოველი ჩემი დილა იწყება პოზიტივით, სიყვარულით, სილაღით. ყველას გისურვებთ ბედნიერ და წარმატებულ, დამდეგ 2024 წელს“, – განუცხადა Newsplus გიორგი მასხულიამ.