https://www.fapjunk.com https://pornohit.net london escort london escorts buy instagram followers buy tiktok followers
მთავარიმსოფლიოგანადგურებული ღაზა შეიძლება, პროპორციულად კიდევ უფრო უარესი იყოს, ვიდრე გერმანია მეორე მსოფლიო...

განადგურებული ღაზა შეიძლება, პროპორციულად კიდევ უფრო უარესი იყოს, ვიდრე გერმანია მეორე მსოფლიო ომის დროს, – ჯოზეფ ბორელი

განადგურებული ღაზა შეიძლება, პროპორციულად კიდევ უფრო უარესი იყოს, ვიდრე გერმანია მეორე მსოფლიო ომის დროს, – ამის შესახებ განცხადება საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა გააკეთა.

როგორც ბორელი აღნიშნავს, სიტუაცია ღაზაში არის კატასტროფული და აპოკალიფსური.

„ჰამასის“ 7 ოქტომბრის თავდასხმაზე ისრაელის სამხედრო პასუხს მოჰყვა წარმოუდგენელი რაოდენობის მშვიდობიანი მოსახლეობის მსხვერპლი“, – აცხადებს ბორელი.

როგორც ბორელმა აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ „ჰამასის“ მიერ ისრაელზე განხორციელებული სისხლიანი თავდასხმის შედეგად, მათ ევროკავშირის ტერორისტთა სიაში დაიმკვიდრეს ადგილი, ისრაელის სამხედრო ოპერაცია არაპროპორციულია მშვიდობიანი მოსახლეობის გარდაცვალებისა და ინფრასტრუქტურის ნგრევის თვალსაზრისით.

„ადამიანის ტანჯვა წარმოადგენს უპრეცედენტო გამოწვევას საერთაშორისო საზოგადოებისთვის“, – განაცხადა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა.

პოპულარული სიახლეები