https://www.fapjunk.com https://pornohit.net london escort london escorts buy instagram followers buy tiktok followers
მთავარიპოლიტიკასაქართველო რეგიონში გამორჩეული ქვეყანაა და ის ევროკავშირის ექვს და ნატო-ს ცხრა წევრ...

საქართველო რეგიონში გამორჩეული ქვეყანაა და ის ევროკავშირის ექვს და ნატო-ს ცხრა წევრ ქვეყანას უსწრებს – შალვა პაპუაშვილი

დღეს კორუფციასთან ბრძოლის საერთაშორისო დღეა და ამ მხრივ, საქართველოს შეუძლია, კიდევ ერთხელ იყოს ამაყი იმ მიღწევებით, რომელიც გვაქვს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, საქართველო რეგიონში გამორჩეული ქვეყანაა და ის ევროკავშირის ექვს და ნატო-ს ცხრა წევრ ქვეყანას უსწრებს.

„ყველა კანდიდატ ქვეყანაზე თავისუფალია ჩვენი ქვეყანა კორუფციისგან. ეს, რა თქმა უნდა, საქართველოს ხელისუფლების დამსახურებაა. გვაქვს ისეთი საკანონმდებლო ჩარჩო და ისეთი პრევენციისა და კონტროლის მექანიზმები, რომელიც უზრუნველყოფს, რომ საქართველო იყოს მოწინავე კორუფციასთან ბრძოლაში. ეს მიღწევები აღნიშნულია ევროკომისიის დასკვნაში და ამ მხრივ საამაყოა, რომ ჩვენ მოწინავე პოზიციებს ვინარჩუნებთ“, – აღნიშნა პაპუაშვილმა.

პოპულარული სიახლეები