მომღერალი ბაბი კირკიტაძე მის შესახებ გავრცელებულ ვიდეომონტაჟთან დაკავშირებით სპეციალურ საგამოძიებო სამსახურში ხვალ, 9 დეკემბერს გამოიკითხება.
მომღერალმა სოციალურ ქსელში გუშინ გაავრცელა პოსტი, სადაც წერს, რომ სოციალური ქსელის „ჩატებში“ მის შესახებ დამონტაჟებული მასალა ვრცელდება.
„ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუ მსგავსი რამის დაწერა მომიწევდა, მაგრამ, როგორც ჩანს, ადამიანების ბოროტებას საზღვარი არ აქვს. პირობას გაძლევთ, ადრე თუ გვიან ყველას პასუხი მოგეთხოვებათ, დამონტაჟებულსაც და თითოეულ გამავრცელებელსაც ამ ცილისწამებისთვის“, – წერს ბაბი კირკიტაძე.