Free Porn
xbporn

მთავარიპოლიტიკაშუბლზე ძარღვი არც არასდროს ჰქონია - მამუკა მდინარაძე გიორგი გახარიაზე

შუბლზე ძარღვი არც არასდროს ჰქონია – მამუკა მდინარაძე გიორგი გახარიაზე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივნის, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ყოფილმა პრემიერმა გიორგი გახარიამ გამოაქვეყნა სია, რომელშიც მდინარაძის თქმით ირაკლი კობახიძე და კახა კალაძე არიან მოხსენიებულები, სხვა გვარებით ამიტომ აღარ დაინტერესებულა.

საუბარია ყოფილი პრემიერის მიერ რამდენიმე დღის წინ, მოსახლეობასთან შეხვედრაზე გაკეთებულ განცხადებაზე სადაც მან თქვა, რომ, ეკონომიკური ზრდით, ქვეყნისთვის მიღებული სარგებელი 20-25 ოჯახის ჯიბეში მიდის.

„გახარიამ, რომელმაც ჩვენს პარტიას უღალატა, ჩვენი დეპუტატების და გუნდის წევრების ორდღიანი მოწოდების საპასუხოდ გამოაქვეყნა სია. ვინ და ვინ არიან მეთქი წეღან რომ ვიკითხე, ირაკლი კობახიძით დაიწყეს მოყოლა და აღარ გააგრძელოთ მეთქი. რამხელა სიყალბეა ჩადებული [სიაში]. ჩემთვის მაგალითად, პირადი ემოციებიც მაქვს ამასთან დაკავშირებით, დეტალები რომ ვიცი რაღაცებთან დაკავშირებით, რამხელა თაღლითობაა ჩადებული. ღალატი ხომ მისი და მისი პარტიის ფორმულაა. ამას ვერასდროს ჩამოირეცხავენ, რადგან კლასიკური მოღალატეები არიან. თავისივე გუნდის დასაზიანებლად, გუნდიდან გასული, „ნაცმოძრაობისთვის“ გადამდგარი კლასიკური მოღალატე ახლა აქვეყნებს სიას, სადაც კობახიძეს წერს. კობახიძე და კალაძე თურმე ბიუჯეტის ფულით მდიდრდებიან. ეკონომიკური ზრდით სარგებლობს მთელი ქვეყანა საბედნიეროდ და მოღალატე რომ გადადის თან თაღლითობაზე, ეს უფრო ამძიმებს მის მდგომარეობას“, – განაცხადა მდინარაძემ.

ჟურნალისტი დაინტერესდა, რას ფიქრობს იმასთან დაკავშირებით, რომ გიორგი გახარიამ ამ სიაში დავით კეზერაშვილი და ოთარ ფარცხალაძეც შეიყვანა.

„ამით იმის თქმა უნდა [გახარიას], რომ აი „ქოცებსაც“ ვებრძვი და „ნაცებსაცო“. გახარია ამბობს, რომ რაც გადავდექი, ბოლო 3 წლის განმავლობაში გამდიდრდა კეზერაშვილიო? ეს ხომ თაღლითობის ცალკე განშტოებაა. თუ ვინმე ოლიგარქი ჰყავს „ნაცმოძრაობას“, 2012 წლის შემდეგ გამდიდრების საშუალება ვერ მიეცემოდა, ამაზე არიან გამწარებულები. ამიტომ არიან ტალახს რომ ისვრიან. კობახიძეს და კეზერაშვილს რომ ერთად ასახელებს [გახარია], თაღლითობის რა ხარისხი აქვს დაჭერილი. შუბლზე ძარღვი არც არასდროს ჰქონია ალბათ. უბრალოდ ჩვენთან რომ იყო, თამაშობდა, იყო როლის საუკეთესო შემსრულებელი. არც მაშინ ჰქონდა შუბლზე ძარღვი, თუმცა საუბრობდა სწორ რაღაცებს, მაგრამ დღეს გამოჩნდა, რისი მკადრებლები არიან ეს ადამიანები“, – აღნიშნა მდინარაძემ.

პოპულარული სიახლეები