საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რესპუბლიკის მოედანზე დაგეგმილ არასამთავრობო ორგანიზაციების მარშს შეუერთდება.
ზურაბიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია რომ მოხდეს ერთობლივი განაცხადის დაფიქსირება, საქართველოს ევროპულობასთან დაკავშირებით.
„9 დეკემბერს იქნება არასამთავრობოების მარში, რომელსაც ასევე ჩვენ ვუერთდებით, ისე როგორც სხვები გვიერთდებიან ჩვენ, რადგანაც ეს უნდა იყოს ერთობლივი განაცხადი საქართველოს ევროპულების, რადგანაც ჩვენ რამდენიმე დღეში ველოდებით ძალიან გადამწყვეტ გზავნილს, ევროპისგან ჩვენკენ“, – განაცხადა ზურაბიშვილმა.