Free Porn
xbporn
https://www.bangspankxxx.com
voguerre
southampton escorts
მთავარირობინ დანიგანი - ილია მეორეს მადლობა გადავუხადე იმ წვლილისთვის, რასაც მშვიდობისთვის ეწევა

რობინ დანიგანი – ილია მეორეს მადლობა გადავუხადე იმ წვლილისთვის, რასაც მშვიდობისთვის ეწევა

ილია მეორეს მადლობა გადავუხადე იმ წვლილისთვის, რასაც მშვიდობისთვის ეწევა, მას ვუთხარი, რომ აშშ გააგრძელებს, იყოს ძლიერი პარტნიორი საქართველოს გვერდით, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, რობინ დანიგანმა საპატრიარქოში ილია მეორესთან და მღვდელმთავრებთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

„ჩემთვის ამაღელვებელი მომენტი იყო მის უწმინდესობასთან შეხვედრა. მას ვუთხარი, თუ რამდენად იმოქმედა ჩემზე იმ გავლენამ, რაც მას აქვს საქართველოზე. ის ამდენი წლის განმავლობაში არის უდიდესი სულიერი ლიდერი და ეხმარებოდა ამ ქვეყანას აშენებაში. მე ასევე მადლობა გადავუხადე მის უწმინდესობას იმ წვლილისთვის, რასაც ის მშვიდობისთვის ეწევა, მშვიდობისთვის ხალხის სულში, ოჯახებსა და მსოფლიოში. ის ეროვნული საგანძურია და ჩემთვის უდიდესი პატივია მასთან სტუმრობა.

მას ვუთხარი, რომ აშშ გააგრძელებს, იყოს ძლიერი პარტნიორი საქართველოს გვერდით“,- განაცხადა აშშ-ის ელჩმა.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე და მღვდელმთავრები საქართველოში აკრედიტებულ ელჩებს შეხვდნენ.

პოპულარული სიახლეები