https://www.fapjunk.com https://pornohit.net london escort london escorts buy instagram followers buy tiktok followers
მთავარიპოლიტიკააზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, აზერბაიჯანი და საქართველო ერთიანი, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გუნდია ევროპაში

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, აზერბაიჯანი და საქართველო ერთიანი, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გუნდია ევროპაში

აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, აზერბაიჯანი და საქართველო ერთიანი, სტრატეგიულად მნიშვნელოვანი გუნდია ევროპაში. ილჰამ ალიევმა ეს განცხადება ფორუმზე – „ყარაბაღი: დაბრუნება სახლში 30 წლის შემდეგ. მიღწევები და სირთულეები“ სიტყვით გამოსვლისას გააკეთა.

„აზერბაიჯანი და საქართველო ახლო პარტნიორები არიან. ჩვენი პარტნიორობა არ შემოიფარგლება ენერგეტიკით. ამ თანამშრომლობის დამსახურებით, ჩვენ შევძელით წარმოგვედგინა ჩვენი თავი, ანუ ორივე ქვეყანა, ერთიან, სტრატეგიულად მნიშვნელოვან გუნდად ევროპაში“, – განაცხადა ალიევმა.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის განცხადებით, ის ხშირად ჩადის საქართველოში, ხოლო საქართველოს პრემიერ-მინისტრი აზერბაიჯანს სტუმრობს და ამ შეხვედრებზე მნიშვნელოვანი საკითხები განიხილება.

„ჩვენ სრულად გვესმის საქართველოს სურვილი, გაწევრიანდეს ევროკავშირში. მე ვუსურვებ ქართველ მეგობრებს წარმატებას ამ წამოწყებაში და ვულოცავ საქართველოს სტატუსის მინიჭებას“, – განაცხადა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.

პოპულარული სიახლეები