https://www.fapjunk.com https://pornohit.net london escort london escorts buy instagram followers buy tiktok followers
მთავარიპოლიტიკასაქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, 9 დეკემბერს საკანონმდებლო ორგანოში ზურაბ ჟვანიას...

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, 9 დეკემბერს საკანონმდებლო ორგანოში ზურაბ ჟვანიას 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, 9 დეკემბერს საკანონმდებლო ორგანოში ზურაბ ჟვანიას 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.

ამასთან, ზურაბ ჟვანია სიკვდილის შემდეგ თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დაჯილდოვდება.

„მიმდინარე წლის 9 დეკემბერს სრულდება ზურაბ ჟვანიას დაბადებიდან 60 წლის იუბილე. ჩვენ პარლამენტში ვგეგმავთ, რომ აღვნიშნოთ 60 წლის იუბილე. მოგეხსენებათ, ზურაბ ჟვანია გახლდათ სამი მოწვევის პარლამენტის წევრი, ორი მოწვევის პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი. მას დიდი ღვაწლი მიუძღვის საქართველოს პარლამენტარიზმის განვითარებაში. ფაქტობრივად, მან პარლამენტი აქცია ისეთ ინსტიტუციად, სადაც მოხდა კანონშემოქმედების სისტემატიზაცია, ასევე, პარლამენტის საზედამხედველო ფუნქციების გაძლიერება. აქედან გამომდინარე, 9 დეკემბერს, ოთხ საათზე შოთა რუსთაველის სახელობის დარბაზში გაიმართება ზურაბ ჟვანიას 60 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება. პარლამენტის ყველა წევრი მიიღებთ მოწვევას, ზეპირადაც გთხოვთ, რომ დაესწროთ ამ ღონისძიებას“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პოპულარული სიახლეები