მთავარიმსოფლიონიუ-იორკში მსოფლიოში ყველაზე დიდი ნაძვის ხე აინთო

ნიუ-იორკში მსოფლიოში ყველაზე დიდი ნაძვის ხე აინთო

მსოფლიოში ყველაზე დიდი ნაძვის ხე, რომელიც ყოველწლიურად იდგმება მანჰეტენის როკფელერის ცენტრში, ნიუ-იორკში აინთო.

წელს მის გასანათებლად გამოყენებული იქნა 50000-ზე მეტი LED-ი.

ხის წეროში არის 900 ფუნტიანი ვარსკვლავი, რომელიც დაფარულია სამი მილიონი სვაროვსკის კრისტალებით.

განათების ცერემონიაში ათასობით ტურისტი და ადგილობრივი მცხოვრები მონაწილეობდა.

წელს დღესასწაულის ხე ქუინსბერიდან ჩამოიტანეს. ნაძვის ხე ახალ წლამდე 17:00 საათიდან 00:00 საათამდე აინთება ყოველდღე, ხოლო 31 დეკემბერს – ახალი წლის ღამეს 24 საათის განმავლობაში განათებული იქნება.

ნიუ-იორკის ცენტრში ნაძვის ხის დადგმის ტრადიცია 1930-იანი წლების დასაწყისში დაიწყო. 1931 წელს, როკფელერის ცენტრის კომპლექსის მშენებელმა მუშებმა პირველად აღმართეს სადღესასწაულო ხე სწორედ სამშენებლო მოედანზე. პირველი საშობაო განათების ცერემონია გაიმართა 1933 წელს. ყოველწლიურად მილიონობით ადამიანი მიდის ნიუ იორკში ნაძვის ხის სანახავად.

პოპულარული სიახლეები