Free Porn
xbporn
https://www.bangspankxxx.com
voguerre
southampton escorts
მთავარიეკონომიკადღეს ვხედავთ, რომ წამლები მნიშვნელოვნად გაიაფდა, ზოგ შემთხვევაში 80%-თაც - ზურაბ აზარაშვილი

დღეს ვხედავთ, რომ წამლები მნიშვნელოვნად გაიაფდა, ზოგ შემთხვევაში 80%-თაც – ზურაბ აზარაშვილი

ჯანდაცვის მინისტრის ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, ფარმაცევტული რეფორმის შედეგად, საქართველოს მოქალაქეებმა, 350 მილიონ ლარამდე დაზოგეს.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, მედიკამენტები მნიშვნელოვნად გაიაფდა, ზოგ შემთხვევაში 80%-თაც.

„როდესაც ახალი მისული ვიყავი სამინისტროში, წინა წლის იანვარში, პირველი საუბარი როდესაც მქონდა პრემიერთან, მაშინ, მისი იდეა იყო, რომ დეტალურად შემესწავლა თურქეთის ბაზრის გახსნის შესაძლებლობები და რამდენად ეფექტიანი იქნებოდა. პირველივე მთავრობის სხდომაზე, მოხდა შეთანხმება, რომ თურქეთის ბაზარი გაგვეხსნა და იქიდან, ალტერნატიული, ზუსტად იგივე ხარისხის მედიკამენტები შემოსულიყო. მაშინაც იყო სპეკულაციები, რომ შემოიტანეს მაგრამ უხარისხოა, თურქეთში თითქოს უკონტროლოდ მიდიოდა წარმოება, ფალსიფიკაცია და ა.შ მე წინა წლის მარტში ვიყავი თურქეთში, რადგან ადგილზე, თავად დავრწმუნებულიყავი როგორი მარეგულირებელი ჰყავს და ძალიან მკაცრი სხვათა შორის, ვიტყოდი, რომ ევროპის ზოგიერთ ქვეყანაზეც მკაცრი. ვნახე რა პირობებში იწარმოება იქ მედიკამენტები, დავრწმუნდი და თავდაჯერებულად გავაგრძელე რეფორმაზე მუშაობა. დღეს ვხედავთ, რომ წამლები მნიშვნელოვნად გაიაფდა, ზოგ შემთხვევაში 80%-თაც“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

ზურაბ აზარაშვილის თქმით, თურქეთიდან შემოსულმა მედიკამენტებმა, კონკურენციის პრინციპებიდან გამომდინარე, სხვა ქვეყნებიდან შემოსულ მედიკამენტების ღირებულებაზეც მოახდინა გავლენა.

„დღეს უკვე ძალიან ბევრ მედიკამენტზე, თურქეთიდან არის იმპორტირებული თუ სხვადასხვა ქვეყნიდან ფასები თითქმის გათანაბრებულია და 2-ჯერ და 3-ჯერ გაძვირებული ფასის გადახდა ჩვენს მოქალაქეებს აღარ უწევთ. პარალელურად, მიმდინარე წელს დავიწყეთ რეფერენტული ფასების რეფორმა, რომელიც უკვე წლის ბოლომდე ძირითად ნაწილზე გავრცელდება.

საერთო ჯამში, აღნიშნული რეფორმების შედეგად, შეგვიძლია ვთქვათ რომ 300-დან 350 მილიონ ლარამდე ნაკლების გადახდა მოუწიათ ჩვენს მოქალაქეებს მედიკამენტებში. ეს დამეთანხმებით საკმაოდ მნიშვნელოვანი დანაზოგია და ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რეფორმაა რაც გავაკეთეთ“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა.

პოპულარული სიახლეები