https://www.fapjunk.com https://pornohit.net london escort london escorts buy instagram followers buy tiktok followers
მთავარირეგიონიქვეშეთი-კობის გზაზე 1,5-კილომეტრიანი ახალი გვირაბი გაიჭრა

ქვეშეთი-კობის გზაზე 1,5-კილომეტრიანი ახალი გვირაბი გაიჭრა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ქვეშეთი-კობის 23 კმ-იანი გზისა და გვირაბების მშენებლობა აქტიურად გრძელდება. პროექტი ორ მონაკვეთადაა დაყოფილი, რომლის ფარგლებშიც შენდება ორზოლიანი ასფალტ-ბეტონის გზა, ხუთი ხიდი, ხუთი გვირაბი და რეაბილიტაცია უტარდება ერთ ხიდს.

უწყების ცნობით, ამ დროისთვის, პროექტის მეორე მონაკვეთზე ოთხი გვირაბიდან უკვე გაიჭრა ყველაზე გრძელი – 1.5 კმ სიგრძის გვირაბი, გაჭრილია მე-3 გვირაბიც, დანარჩენებზე კი, სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. სამუშაოები გრძელდება ხუთივე ხიდზეც, სადაც ბურჯებისა და ხიმინჯების მოწყობა მიმდინარეობს.

„პროექტის პირველ მონაკვეთზე 9 კმ სიგრძისა და 15 მ დიამეტრის გვირაბის 8 კმ-ზე მეტი უკვე გაჭრილია. გვირაბის ბურღვის სამუშაოები პროექტისთვის სპეციალურად დამზადებული გვირაბგამყვანი დანადგარით (TBM – Tunnel Boring Machine) წარმოებს, რომელიც მნიშვნელოვნად ამცირებს გარემოზე ზემოქმედებას. ამ ეტაპზე, სამუშაოების დაახლოებით 90% შესრულებულია. ახალი, 9 კმ-იანი გვირაბი, საქართველოში ყველაზე გრძელი, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით, ერთ-ერთი უნიკალური იქნება.

ქვეშეთი-კობის გზის პროექტის ფარგლებში, დაგეგმილია გუდაურამდე მისასვლელი 5 კმ-იანი გზისა და ტურისტული ცენტრის მშენებლობაც.

ახალი გზის დასრულების შემდეგ, კობის მიმართულებით ტრანსპორტის მოძრაობა ზამთარში აღარ შეიზღუდება, ხადას ხეობის 10-მდე სოფლის მოსახლეობა ზამთარში შეინარჩუნებს კავშირს გარესამყაროსთან და ექნებათ შეუფერხებელი წვდომა ყველა საჭირო და აუცილებელ მომსახურებაზე. ახალ გზაზე გადაადგილება უსაფრთხო და კომფორტული გახდება.

უსაფრთხოების სტანდარტების გაუმჯობესებასთან ერთად, ახალი გზა შეამცირებს გადაადგილების დროსაც. თუ ამჟამად ქვეშეთიდან კობამდე მგზავრობას ერთ საათამდე სჭირდება, ზვავსაშიშროების გამო კი, ხშირად მოძრაობა იკრძალება კიდეც, პროექტის დასრულების შემდეგ, მონაკვეთის გავლას  მხოლოდ 15 წუთი დასჭირდება. თბილისი-გუდაურამდე გადაადგილების დრო ორი საათის ნაცვლად, ერთი საათი და 30 წუთი გახდება. თბილისი-სტეფანწმინდის მიმართულებით გადაადგილებას კი, ორი საათი და 30 წუთის ნაცვლად, ერთი საათი და 45 წუთი დასჭირდება.

ქვეშეთი-კობის გზის პროექტი აზიის განვითარებისა (ADB) და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკებთან (EBRD) გაფორმებული სასესხო ხელშეკრულების ფარგლებში ხორციელდება, რომლის საერთო ღირებულება 1.2 მილიარდ ლარს შეადგენს. პროექტის დასრულება 2024 წლისთვის იგეგმება“, – აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.

პოპულარული სიახლეები