მთავარიმსოფლიო„ბნელა, ამხანაგებო” - სოლოვიოვის ქალიშვილი ლგბტ ადამიანების ექსტრემისტებად აღიარების წინააღმდეგ გამოვიდა

„ბნელა, ამხანაგებო” – სოლოვიოვის ქალიშვილი ლგბტ ადამიანების ექსტრემისტებად აღიარების წინააღმდეგ გამოვიდა

რუსი პროპაგანდისტის  ვლადიმერ სოლოვიოვის ქალიშვილი, ეკატერინა „ლგბტ მოძრაობის“ ექსტრემისტად აღიარების წინააღმდეგ გამოვიდა.

რუსეთის უზენაესი სასამართლოს შესაბამისი გადაწყვეტილების შემდეგ მან რამდენიმე პოსტი დაწერა სოციალურ ქსელებში და ფაქტი დაგმო.

„ჩვენ ვაღიარებთ უვნებელ ორგანიზაციებს ექსტრემისტებად და ვუშვებთ ჰამასის მიღებებს კრემლში“, – წერს ის ერთ-ერთი პოსტში.

სხვა პოსტში ეკატერინა სოლოვიოვამ მოკლე კომენტარი გააკეთა უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე: ”ბნელა, ამხანაგებო. მოდით გავაგრძელოთ ბრწყინვა.”

The Insider აღნიშნავს, რომ ტელეწამყვანის ქალიშვილი, რომელიც ცნობილია რუსეთის ხელისუფლებისა და ვლადიმერ პუტინის ქმედებების აქტიური მხარდაჭერით, ასევე ეწინააღმდეგება უკრაინასთან ომს, დახმარებას უწევს რუსებს, რომლებსაც სურთ მობილიზაციის თავიდან აცილება და ფემინისტურ პლაცდარმე დგას. თუმცა, ის მოსკოვში ცხოვრობს.

პოპულარული სიახლეები