ისრაელის თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ „ჰამასმა“ ორი ისრაელელი მძევალი „წითელ ჯვარს“ გადასცა. ისინი ახლა ისრაელისკენ მიემართებიან.
როგორც არმიაში აღნიშნავენ, უახლოეს საათებში ელოდებიან მეტი მძევლის გათავისუფლებას.
ისრაელსა და „ჰამასს“ შორის დღეს ზავის მეშვიდე დღეა. მხარეები შუამავლების დამხარებით ცეცხლის შეწყვეტის დროებითი შეთანხმების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით მოლაპარაკებებს აწარმოებენ.