https://www.fapjunk.com https://pornohit.net london escort london escorts buy instagram followers buy tiktok followers
მთავარიკომენტარი„ნაციონალური მოძრაობა“ მხარდამჭერებს კარგავს - ირაკლი კობახიძე

„ნაციონალური მოძრაობა“ მხარდამჭერებს კარგავს – ირაკლი კობახიძე

,,ნაციონალური მოძრაობა“ მხარდამჭერებს კარგავს, – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ენმ-ს რეიტინგი 20%-ს ჩამოსცდა.

„ჩვენც ვამბობდით, რომ 20 პროცენტს ჩამოსცდა „ნაცმოძრაობის“ რეიტინგი და ეს უხარია, როგორც ჩანს ხაბეიშვილს. იმ პირობებში, როცა ამ პარტიის თავმჯდომარეა ხაბეიშვილი, ლიდერი კეზერაშვილი და ა.შ. ეს 16 პროცენტიც ზედმეტია, ბუნებრივია, ამ პარტიისთვის. რაც ნაკლები პროცენტი ექნება „ნაცმოძრაობას“, მით უკეთესი ჩვენი ქვეყნის განვითარებისთვის.

მაშინაც აბსოლუტურად დეგრადირებული იყო ეს პარტია, როცა აიღეს 27 პროცენტი, დღეს ისეთი მდგომარეობაა „ნაცმოძრაობაში“, რომ საკუთარი მხარდამჭერებიც აღარ უჭერენ მხარს, ამიტომ არის მათი რეიტინგი შემცირებული. როცა კომიკური ფიგურა გყავს თავმჯდომარედ, როცა ლიდერი გყავს კეზერაშვილი, რომელმაც ჯერ ჯარი და ბიზნესმენები გაძარცვა და ახლა პენსიონერებს ძარცვავს, ამ პირობებში, რა თქმა უნდა, ეს 16 პროცენტიც ზედმეტია, საკუთარი მხარდამჭერები დაკარგეს. ჩვენ ვამბობდით, რომ 20 პროცენტს ჩამოსცდა და 16 არისო ხაბეიშვილს უთქვამს, ამაყობს 16 პროცენტით,“ – განაცხადა კობახიძემ.

პოპულარული სიახლეები