Free Porn
xbporn
https://www.bangspankxxx.com
voguerre
southampton escorts
მთავარიპოლიტიკა„ევროპა არის ადამიანის პიროვნული და საზოგადოებრივი განვითარების შესაძლებლობა“ - პრეზიდენტი თელავს სტუმრობდა

„ევროპა არის ადამიანის პიროვნული და საზოგადოებრივი განვითარების შესაძლებლობა“ – პრეზიდენტი თელავს სტუმრობდა

საქართველოს პრეზიდენტი თელავში ხელმოწერების კამპანიის ,,ჩვენი ხმა ევროპას” ფარგლებში, 15 არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენელსა და ახალგაზრდებს შეხვდა.

შეხვედრას არასამთავრობო ორგანიზაცია ,,კახეთის მედიაცენტრი” მასპინძლობდა, საიდანაც თელავში ხელმოწერების კამპანია დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ეს სივრცე და ეს წამოწყება, რაც აქ არის იმის მაჩვენებელია, რომ თქვენ თვითონ ხედავთ თქვენს თავს უფრო განვითარებულებს, უფრო წარმატებულებს, უფრო წინ წასულებს და სწორედ ესაა ევროპა. ეს არის ჩვენი განვითარების გზა, რომ სრულყოფილად იყოს ეს ქვეყანა განვითარებული, თავისი ყველაზე პატარა სოფლიდან დედაქალაქამდე და ყველა თაობას მიეცეს საშუალება, რომ თავისი ადამიანური პოტენციალი, შესაძლებლობები გაზარდოს. ევროპა სწორედ შესაძლებლობების არეალია. ევროპა არის შესაძლებლობა, ადამიანის პიროვნული და საზოგადოებრივი განვითარების შესაძლებლობა და ეს შესაძლებლობა უნდა გამოვიყენოთ.

ჩვენმა წინაპრებმა ეს იცოდნენ, როცა უნდოდათ ევროპასთან მეტი კავშირი და სიახლოვე, გზებს ეძებდნენ როგორ შეიძლებოდა იქიდან გადმოეტანათ ის ახალი იდეები, რომელიც ამ ქვეყანას განავითარებდა. ეს არის თქვენი მოვალეობა – ახალგაზრდების, რომელიც სასწავლებლად და ზოგიც პროფესიული გამოცდილების მისაღებად მიდიხართ. თქვენი მოვალეობაა, რომ ეს ყველაფერი რაღაცნაირად გამოიყენოთ ამ ქვეყნისთვის და მას მისცეთ უკან ის, რასაც მიიღებთ, რაც ევროკავშირთან სიახლოვის გამო, რისი წინაპირობაც უკვე შეიქმნა ამ დღეებში და იმედი მაქვს, რომ 15 დეკემბერს ჩვენ ამის დასტურსაც მივიღებთ და უკვე გადავალთ სხვა განზომილებაში. ეს ნიშნავს იმას რომ კიდევ უფრო მეტი მუშაობა დაგვჭირდება, უფრო მეტი გასაკეთებელი გვექნება.

ეს არ იქნება რაღაცა ია-ვარდებით მოფენილი გზა. ის გზა, რომელიც დეკემბრის მერე დაიწყება ყველასთვის ძალიან მომთხოვნი იქნება, ერთი მხრივ, ხელმძღვანელობისთვის, მეორე მხრივ, თითოეული მოქალაქისთვის. ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ევროკავშირის ლიდერებს, 27 ქვეყნის ლიდერს, რომ ნამდვილად ღირსი ვიყავით ამ გადაწყვეტილების, არანაირად არ გადახედონ ამ გადაწყვეტილებას და პირიქით, მოგვცენ ყველა საშუალება, რომ ჩვენ გავაგრძელოთ ეს გზა. ჩვენ, უკრაინამ და მოლდოვამ გავაგრძელოთ ის გზა, რომელიც მოლაპარაკებების საშუალებებით მიგვიყვანს გაწევრიანებამდე.

ეს გზა არ არის მოკლე, არ არის ადვილი, მაგრამ ამ ქვეყნისთვის ყველაზე დიდი პერსპექტივის მომცემია. არ ვიცი, არავინ არ გვეტყვის და ჩვენ თვითონ არ ვიცით რამდენ წელიწადში, მაგრამ არაერთხელ მაქვს ნათქვამი, რომ აქ ყველაზე მნიშვნელოვანი თვითონ ეს პროცესია, მოძრაობა, წინსვლა და მაშინ როცა ჩვენ ეს განცდა გვექნება, რომ წინ მივდივართ არაფერი შეუძლებლად არ მოგვეჩვენება და ჩვენც ვიქნებით ბევრად მყარად და ეს გაგვაძლიერებს ჩვენ, ჩვენს იდენტობაში.

ბევრი ფიქრობს, რომ შეიძლება ამ გლობალიზაციამ, ევროკავშირმა და ამ ყველაფერმა წალეკოს ჩვენი კულტურა, ჩვენი იდენტობა, ჩვენი ენა არადა, პირიქით არის – დღევანდელ მსოფლიოში არ არსებობს სივრცე, სადაც უფრო კარგადაა დაცული ადგილობრივი იდენტობა, კულტურა, ყველა ენა, რეგიონული ენები ვიდრე ევროკავშირი. ჩვენ ბევრი გვაქვს გასაკეთებელი იმისთვის, რომ საქართველოში ჩვენი ენები უფრო კარგად იყოს დაცული – ეს იქნება მეგრული, სვანური, აფხაზური – ეს არის ჩვენი სიმდიდრე და ჩვენი დასაცავი და ამას შევძლებთ კიდევ უფრო კარგად ევროკავშირში, ვიდრე ჩვენი ძალებით. ამიტომ ძალიან ბევრი შესაძლებლობაა ჩვენს წინ. მე მინდა, რომ ეს მოგილოცოთ და გთხოვოთ, რომ იმ ენთუზიაზმით, რაც დღეს არის წინ ვიაროთ და ეს თქვენთვის იქნება საჭირო, იმისათვის, რომ ამ გზაზე არასოდეს დაკარგოთ ის მხნეობა და ის მზადყოფნა, რომელიც აუცილებელია საქმისთვის და თქვენი მომავლისთვის. ჩემი ხმა ევროპას, თქვენი ხმა ევროპას!“ – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

პოპულარული სიახლეები