დაუჭამიათ ერთმანეთი – ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
კობახიძე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გიორგი მუმლაძის განცხადებას, რომელმაც პარტიის თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილს გადადგომისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ 2024 წლის არჩევნების შემდეგ „ნაციონალური მოძრობა“ უკიდურესად დასუსტდება და „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ პრაქტიკულად, დაიშლება“.
„დაუჭამიათ ერთმანეთი. არ ვიცი, სხვა რა კომენტარი უნდა გაკეთდეს. მართლა ძალიან კარგი საყურებელია, პოპკორნით საყურებელია ის, რაც ხდება „ნაცმოძრაობაში“. რაც უფრო მეტად დაიშლება ეს პარტია, მით უკეთესი. ზოგადად მნიშვნელოვანია, არამარტო პარტია „ნაცმოძრაობა“, „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ დაიშალოს და აქეთკენ მიდის პროცესები. ამ ყველაფრის კულმინაცია იქნება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნები. ყველა დაინახავს, რომ „ნაცმოძრაობა“ იქნება უკიდურესად დასუსტებული, „კოლექტიური ნაცმოძრაობა“ პრაქტიკულად, დაიშლება ამ არჩევნების შემდეგ,“ – განაცხადა კობახიძემ.