Free Porn
xbporn
https://www.bangspankxxx.com
voguerre
southampton escorts
მთავარიკომენტარინუ შეეცდებიან ამერიკული კანონების რუსულად მოხსენიებას - მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე

ნუ შეეცდებიან ამერიკული კანონების რუსულად მოხსენიებას – მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე

ოპოზიციას გულწრფელად შეიძლება ვთხოვოთ, რომ ხელს ნუ შეგვიშლიან და დახმარებას არავინ სთხოვს – ნუ დაუშვებენ ევროკავშირის გზაზე იმის გაკეთებას, რასაც აქამდე აკეთებდნენ, – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

კერძოდ, მან ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულების სამოქმედო გეგმაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ამ გეგმის შესახებ ორ-სამ დღეში გახდება ცნობილი.

„ოპოზიციას გულწრფელად შეიძლება ვთხოვოთ, რომ ხელს ნუ შეგვიშლიან და დახმარებას არავინ სთხოვს. ნუ მოახდენენ ამ ყველაფრის საბოტაჟირებას. მაგალითად, ნუ შეეცდებიან საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის არჩევანის გარუსებას, ლობისტების დაქირავებას იმ მიზნით, რომ ზიანი მიაყენონ საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე, არა ხელისუფლებას, არამედ საქართველოს.

ნუ შეეცდებიან ამერიკული კანონების რუსულად მოხსენიებას, კაბინეტებში ჩუმად, თუ აშკარადაც კი სირბილს და ხვეწნას, რომ საქართველომ ამ პირობებში, დღევანდელ მოცემულობაში, „ქართული ოცნების“ პირობებში არ უნდა მიიღოს კანდიდატის სტატუსი, მომავალში არ გაიხსნას მოლაპარაკებები და ა.შ.

უბრალოდ გაჩერდნენ, ეს დიდი დახმარება იქნება ჩვენთვის. რადიკალური ოპოზიციიდან რომელიმე მათგანი თუ გონს მოეგება, რომ მართლაც ხელისუფლებას დაეხმაროს ამ გზაზე, ამაზე კარგი არაფერი იქნება, თუმცა ამის მოლოდინი ბუნებრივია არ მაქვს“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

პოპულარული სიახლეები