თეთრი სახლი ღაზაში ჰუმანიტარული პაუზის გახანგრძლივებას მიესალმება, – ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ განაცხადა.
მისი თქმით, პაუზის გახანგრძლივების მიზნით, „ჰამასი“ ვალდებულია მომდევნო ორი დღის განმავლობაში კიდევ 20 ქალი და ბავშვი გაათავისუფლოს.
„ჩვენ ვიმედოვნებთ, რომ პაუზები კიდევ გაგრძელდება და ეს დამოკიდებული იქნება იმაზე, რომ „ჰამასი“ უფრო მეტ მძევალს გაათავისუფლებს“, – აღნიშნა კირბიმ.
შეგახსენებეთ, კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ ღაზაში ზავი ორი დღით გახანგრძლივდა.