Free Porn
xbporn
მთავარიკომენტარიგია ვოლსკი - სრული ქაოსია „ნაცმოძრაობაში“

გია ვოლსკი – სრული ქაოსია „ნაცმოძრაობაში“

სრული ქაოსია „ნაცმოძრაობაში“, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ლევან ხაბეიშვილის განცხადებაზე, რომ „ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში არ ირიცხება“.

„არ არსებობს არცერთი ორგანიზაცია, არცერთი პარტია, უწყება, სადაც დირექტორი ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებას, ხაბეიშვილმა ეს გადაწყვეტილება პოლიტსაბჭოსთან ან რაიმე კოლექტიური ორგანოსთან შეთანხმების გარეშე მიიღო, რომელიც ალბათ აქვთ და რომელიც იმ ადამიანის დაწერილ მანიფესტს, რომელიც არც საქართველოს მოქალაქეა და პარტიაშიც არანაირ იერარქიულ პოზიციას არ იკავებს.

სრული ქაოსია „ნაცმოძრაობაში“. შეიძლება სასამართლოში იქნეს ეს თემა განხილული, მაგრამ ამასაც აზრი არ აქვს, იმიტომ რომ დაშლის პროცესი მიმდინარეობს. სამართლებრივი მხარე მოშლილი, მორღვეული აქვს ამ ყველაფერს და ლევან ხაბეიშვილის ცოდნა პარტიული მმართველობის საკითხების, კიდევ ერთხელ დადასტურდა.

ფაქტია, რომ რომელიმე ტრიბუნიდან „ნაცმოძრაობაზე“ მსჯელობა, როგორც ერთიან მონოლითურ პოლიტიკურ ძალაზე საფუძველს მოკლებულია. პარტიაც აღარაა. რევოლუციური კომიტეტია და თუ რევოლუციურ კომიტეტში ერთი რევოლუციონერი მეორემ გარიცხა, რასაკვირველია, ამას გარკვეული პოლიტიკური დასაბუთება სჭირდება. სამართლებრივ ნაწილს თავი რომ დავანებოთ, ეს ვითარება, რასაც თვალს ვადევნებთ აბსურდის თეატრია. რევოლუციურ კომიტეტის დაშლის პროცესი მიმდინარეობს“,- განაცხადა გია ვოლსკიმ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი აცხადებს, რომ ყოფილი თავმჯდომარე ნიკა მელია პარტიის რიგებში არ ირიცხება. ამის შესახებ მან „ფორმულას“ ეთერში განაცხადა. გადაცემის წამყვანებმა ხაბეიშვილს წერილობით გააცნეს შეკითხვა: „ირიცხება თუ არა ნიკა მელია „ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში, არის თუ არა ის ოფიციალურად და ფორმალურად პარტიის წევრი“ და შესაბამისი ფურცელი გადასცეს, რაზეც ხაბეიშვილმა უპასუხა: „არ ირიცხება, არ ირიცხება, რა ვიცი. ეს თუ ამთავრებს ამ თემას…. არ არის. არ არის, არ წარმოადგენს [ნაციონალურ მოძრაობას]”.

პოპულარული სიახლეები