ავტოსაგზაო შემთხვევა სამეგრელოში – ხობის რაიონის სოფელ ხამისკურში ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. შემთხვევის შედეგად 1 ადამიანი ადგილზე დაიღუპა, დაშავდა ორი.
არსებული წინასწარი ინფორმაციით, ავარიის მიზეზი უამინდობაში გადაჭარბებული სიჩქარე გახდა – სავარაუდოდ, ავტომობილი მოცურდა, საპირისპირო მხარეს გადავიდა და საწინააღმდეგო მიმართულებიდან მომავალ მანქანას დაეჯახა.
ამ დროისთვის დეტალები უცნობია.