მთავარირეგიონიგომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის მონაკვეთზე ცალკეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის მონაკვეთზე ცალკეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზის მონაკვეთზე ცალკეული სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

“ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის საავტომობილო გზის კმ1-კმ40 მონაკვეთზე, აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია”, – წერია განცხადებაში.

გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

პოპულარული სიახლეები