Free Porn
xbporn
https://www.bangspankxxx.com
voguerre
southampton escorts
მთავარიპოლიტიკაIRI-ის კვლევა: მარტის კვლევასთან შედარებით, გაზრდილია მოსახლეობის მაჩვენებელი, ვინც ფიქრობს, რომ ქვეყანა...

IRI-ის კვლევა: მარტის კვლევასთან შედარებით, გაზრდილია მოსახლეობის მაჩვენებელი, ვინც ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის თანახმად, მარტის კვლევასთან შედარებით, გაზრდილია მოსახლეობის მაჩვენებელი, ვინც ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.

კითხვაზე, ჩვენი ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება, თუ არასწორი მიმართულებით, გამოკითხულთა პასუხები ასე ნაწილდება – წინა კვლევასთან შედარებით, 30%-დან 39%-მდეა გაზრდილი იმ მოქალაქეთა რაოდენობა, ვინც ფიქრობს, რომ ქვეყანა სწორი მიმართულებით ვითარდება.

კვლევის თანახმად, შემცირებულია უარყოფითი პასუხის მაჩვენებელიც. თუ მარტში ჩატარებული გამოკითხვის მიხედვით, 62% ფიქრობდა, რომ ქვეყანა არასწორი მიმართულებით ვითარდება, ახლა ეს მაჩვენებელი 54%-მდეა შემცირებული.

შეკითხვაზე, როგორ შეაფასებდით საქართველოს მოსახლეობის ამჟამინდელ გაწყობას, ოპტიმისტურად პასუხობს გამოკითხულთა 54%, ნეიტრალურად – 32% პესიმისტურად -14%.

კვლევა ჩატარდა 2023 წლის 14 სექტემბერი-14 ოქტომბრის პერიოდში საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევების ცენტრის სახელით, ბალტიის კვლევებისა და გელაპის ორგანიზაციის წარმომადგენლის დოქტორი რასა ალიშაუსკინეს მიერ. კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა IPM-ის მიერ. მონაცემები შეგროვდა პირისპირ ინტერვიუს გზით. შერჩევა მოიცავდა საარჩევნო ხმის უფლებისა და ასაკის მქონე 1200 რესპონდენტს. მონაცემები შეწონილ იქნა ასაკის, სქესის, რეგიონისა და დასახლების ზომის შესაბამისად. ცდომილების ზღვარი წარმოადგენს +/- 2.5 %, გამოპასუხების მაჩვენებელი – 73%. კვლევის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მეშვეობით.

პოპულარული სიახლეები