მთავარიმსოფლიორუსეთის ძალებმა ხერსონზე იერიში მიიტანეს

რუსეთის ძალებმა ხერსონზე იერიში მიიტანეს

რუსეთის ძალებმა ხერსონზე იერიში მიიტანეს. დარტყმის შედეგად დაღუპულია ერთი და დაშავებულია ორი ადამიანი.

იერიშის შედეგად დაზიანებულია საოლქო საბჭოს დეპუტატის, „ევროპული სოლიდარობის“ წევრის, იგორ იოსიპენკოს საცხოვრებელი სახლი.

შესაბამის ინფორმაციას ადგილობრივი მედია ხერსონის საოლქო ადმინისტრაციასა და საოლქო პროკურატურაზე დაყრდნობით ავრცელებს.

არსებული ცნობით, დეპუტატის სახლს ცეცხლი გაუხსნეს ადგილობრივი დროით დაახლოებით 15:00 საათზე. ცეცხლის გახსნის შედეგად სახლში ხანძარი გაჩნდა, დაშავდა თუ არა ვინმე, უცნობია.

მოგვიანებით ადგილობრივ ხელისუფლებაში განაცხადეს, რომ მტრის მიერ გასროლილი ჭურვი მრავალბინიან სახლს მოხვდა ხერსონის ცენტრალურ ნაწილში, რის შედეგადაც ორი ადამიანი დაშავდა, ერთი კი დაიღუპა.

პოპულარული სიახლეები