Free Porn
xbporn
მთავარიმსოფლიოაშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი "რაფაჰის" გამშვები პუნქტის გახსნას სოციალურ ქსელში ეხმაურება

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი “რაფაჰის” გამშვები პუნქტის გახსნას სოციალურ ქსელში ეხმაურება

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი “რაფაჰის” გამშვები პუნქტის გახსნას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

“დღეს, ამერიკის ხელმძღვანელობის წყალობით, ჩვენ უზრუნველვყავით უსაფრთხო გასასვლელი დაჭრილი პალესტინელებისა და უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის, რათა დაეტოვებინათ ღაზის სექტორი. ჩვენ ველოდებით, რომ ამერიკის მოქალაქეები დღეს დატოვებენ და ველოდებით კიდევ უფრო მეტი ადამიანის გადასვლას უახლოეს დღეებში. ჩვენ არ შევწყვეტთ იმაზე მუშაობას, რომ ამერიკელები ღაზიდან გამოვიყვანოთ,”-წერს ჯო ბაიდენი “ტვიტერზე”.

ღაზაში ომის დაწყებიდან პირველად, უცხო ქვეყნის პასპორტის მფლობელებმა არაბული ანკლავიდან გასვლა დღეს დაიწყეს. ღაზის სექტორი ათეულობით ადამიანმა “რაფაჰის” გამშვები პუნქტიდან დატოვა.

გავრცელებული ცნობით, გასასვლელის გახსნის შესახებ ეგვიპტეს, ისრაელსა და “ჰამასს” შორის შეთანხმება კატარის შუამავლობით და შეერთებულ შტატებთან კოორდინაციით მოხდა.

პოპულარული სიახლეები