„ჰამასი“ არ აწარმოებს მოლაპარაკებას ტყვეების გაცვლასთან დაკავშირებით, ვიდრე ცეცხლის ქვეშაა, – ამის შესახებ „ჰამასის“ სპიკერმა, აბუ უბაიდამ განაცხადა. ინფორმაციას „ალ ჯაზირა“ ავრცელებს.
ამასთან ერთად, „ჰამასის“ სპიკერმა აღნიშნა, რომ ისრაელი მზად უნდა იყოს „გადაიხადოს საფასური“, თუ მას სურს ტყვეების დაბრუნება.