https://www.fapjunk.com https://pornohit.net london escort london escorts buy instagram followers buy tiktok followers
მთავარისპორტიტორინოს მცველი საბა საზონოვი ტურინულ დერბიში იუვენტუსთან ვერ ითამაშებს

ტორინოს მცველი საბა საზონოვი ტურინულ დერბიში იუვენტუსთან ვერ ითამაშებს

ტორინოს მცველი საბა საზონოვი ტურინულ დერბიში იუვენტუსთან ვერ ითამაშებს. მატჩისწინა პრესკონფერენციაზე ივან იურიჩს ქართველ მცველზე კონკრეტულად კომენტარი არ გაუკეთებია, მაგრამ აღნიშნა, რომ ტრავმირებული მოთამაშეებიდან გამოჯანმრთელება ვერავინ მოასწრო.

“ტრავმირებული ფეხბურთელებიდან არავინ გამოჯანმრთელებულა”, – თქვა იურიჩმა, რომელმაც დააანონსა, რომ დაცვის ცენტრში საზონოვის, ალესანდრო ბონჯორნოს და კოფი ჯიჯის არყოფნაში ადრიან ტამეზე ითამაშებს, რომელიც ნახევარმცველია. “დიახ, დაცვაში ტამეზე ითამაშებს, რადგან სხვა გამოსავალი არ გვაქვს”, – აღნიშნა ტოროს თავკაცმა.

შეგახსენებთ, რომ საბა საზონოვმა მიმდინარე სეზონში ტორინოს რიგებში ორი მატჩი ჩაატარა. მან ვერონას წინააღმდეგ თამაშის სტარტზე ტრავმა მიიღო, რომელიც სერიოზული არ ჩანს, მაგრამ ფაქტია, ტურინულ დერბიში მონაწილეობას ვერ მიიღებს.

იუვენტუსის და ტორინოს მატჩი 7 ოქტომბერს გაიმართება. სხვათა შორის, თუ ტორინოს დაცვაში აქვს პრობლემები, იუვე გუნდის ორი წამყვანი შემტევის დუშან ვლაჰოვიჩის და ფედერიკო კიეზას გარეშე გავა მოედანზე.

პოპულარული სიახლეები