https://www.fapjunk.com https://pornohit.net london escort london escorts buy instagram followers buy tiktok followers
მთავარიმსოფლიოაშშ-მა სირიაში თურქეთის უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო

აშშ-მა სირიაში თურქეთის უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო

აშშ-მა სირიაში თურქეთის უპილოტო საფრენი აპარატი ჩამოაგდო.

პენტაგონის პრესსპიკერის, გენერალ პატ რაიდერის განცხადებით, თურქული უპილოტო აპარატები სირიის ჰასაკას რეგიონში სამხედრო ოპერაციას ატარებდნენ, რა დროსაც ერთ-ერთი აპარატი ამერიკელ ჯარისკაცებთან ერთი კილომეტრში მივიდა.

პენტაგონში აცხადებენ, რომ რამდენიმე საათში თურქული უპილოტო თვითმფრინავი ამერიკელ ჯარისკაცებს ნახევარ კილომეტრში მიახლოვდა, რის გამოც საფრთხედ ჩაითვალა და „F-16“-ის ტიპის ავიაგამანადგურებელმა ჩამოაგდო.

თურქეთის თავდაცვის სამინისტროში კი განაცხადეს, რომ ჩამოგდებული დრონი თურქეთის შეიარაღებულ ძალებს არ ეკუთვნოდა.

სირიის ჰასაკას რეგიონში ქურთული „სახალხო დაცვის შენაერთები“ არიან განთავსებული. თურქეთმა სირიის ჩრდილოეთში ქურთული სამხედრო ჯგუფების დაბომბვა ანკარაში მომხდარი აფეთქების შემდეგ დაიწყო

პოპულარული სიახლეები